ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გურიაში ერთდროულად გაიგზავნა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ჰუმანიტარული ტვირთის მერიაში მობილიზების პროცესს გაეცნენ.
უწყების ცნობით, თანხა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების შეძენას მოხმარდა.
„მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში სტიქიური მოვლენების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო. სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით თანხა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად, რომელიც გაიგზავნა გურიის რეგიონში.
მარნეულის მუნიციპალიტეტი თანადგომას უცხადებს სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“, – აცხადებს კენან ომაროვი.