This is a specific ad

„მარადონასაც ურტყამდნენ, მაგრამ ის თამაშს აგრძელებდა…“ – ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

67

Another advertisement

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა, მიმო მალფიტანომ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მეტოქეები კვარას უხეშად ეთამაშებიან, მაგრამ მან ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და სწორედ ასე შეიძლება გახდეს „ნამდვილი ჩემპიონი“.

„ოპონენტები კვარას ფეხებში ურტყამენ, მარადონასაც ასე ეთამაშებოდნენ, მაგრამ ის დგებოდა და თამაშს აგრძელებდა… ასე იქცევიან ნამდვილი ჩემპიონები. კვარამ აჩვენა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ნამდვილ ჩემპიონობამდე მას ჯერ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მას აქვს პოტენციალი, გახდეს ჩემპიონი, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვით, თუმცა ჯერჯერობით, მან ჩემპიონის სტატუსი ვერ დაიმსახურა. მოდით, ვისაუბროთ ნამდვილ პრობლემაზე: უკვე ორი წელია, ეს ბიჭი ახალ კონტრაქტს ითხოვს. კლუბი მას სთავაზობს გარკვეულ პირობებს, ფეხბურთელი კი არ ეთანხმება. მხარეებს შორის უთანხმოებაა, ამის გამო კი კვარა საკუთარ თავს არ ჰგავს. არ ვფიქრობ, რომ ის სპეციალურად თამაშობს ცუდად, მაგრამ ფსიქოლოგიურად მას ესმის, რომ ახლა შეიძლებოდა პსჟ-ში 10 მილიონი მიეღო, „ნაპოლიში“ კი 1,2 მილიონს იღებს. ასეთ ვითარებაში ვერც კი აცნობიერებ, რომ 100%-ით არ იხარჯები. მთელი ზაფხულის განმავლობაში კვარას აგენტი ამბობდა, რომ ფეხბურთელს დარჩენა არ სურდა. ახლა მოლაპარაკებები გრძელდება, ფეხბურთელს სხვაგან ძალების მოსინჯვა სურდა, თუმცა, დარჩა და არ იღებს იმ გაზრდილ ხელფასს, რომელსაც ითხოვს“, – თქვა მალფიტანომ.

Kateqoriya: İdman, Maraqlı
Sonrakı yazı
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა
Öncəki yazı
“მაღალმთაში თოვლი, ძლიერი წვიმა და სეტყვა” – ხვალიდან ამინდი გაუარესდება