This is a specific ad

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

56

Another advertisement

Galt & Taggart-ის 18-22 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები პლუსშია. განსაკუთრებული ზრდა აჩვენა საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციებმა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.24% წინა კვირასთან შედარებით და +15.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 210 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.10 – 39.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.86% წინა კვირასთან შედარებით და +4.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.85 – 29.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.20% წინა კვირასთან შედარებით და +1.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 141 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.94 – 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ბაზისბანკმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა
Öncəki yazı
GAK və QafqazTürk Media Türkiyənin Gürcüstandakı səfirliyində olublar