This is a specific ad

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა

22

Another advertisement

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა, რომლებსაც ჭრილობები პატრონმა დაუმუშავა. ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს.

„შემთხვევა სოფელ რაჭისუბაწში მოხდა. ეს სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, კერძოდ, ცოფის ვირუსით დაავადებული. მისგან დაკბენილი ძაღლები თავშესაფარში გადავიყვანეთ და ვაკვირდებით. მამაკაცი კი, რომელმაც ძაღლებს ჭრილობები დაუმუშავა, უკვე ანტირაბიულ აცრებს იტარებს. ჯერჯერობით, ცხოველები კარგად არიან და მათზე დაკვირვება გრძელდება”- განაცხადა ხელაძემ.

მომხდარი შემთხვევის გამო, სოფელ რაჭისუბანში სპეციალისტებმა ყველა ძაღლის ვაქცინაცია ჩაატარეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ზოდიაქოს ამ 7 ნიშანს 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებს – როგორ შეიცვლება თქვენი მდგომარეობა
Öncəki yazı
ღაზაში ალ ჯაზირას ჟურნალისტი მოკლეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?