Another advertisement
დღეს ბიუროს წარედგინება მთავრობის ინიციატივა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს. საუბარია როგორც ადმინისტრაციული სახდელისგან, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, საერთო ჯამში დაახლოებით ორი ათასი მოქალაქის გათავისუფლებაზე.
ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონ 600 ათას ლარს აღწევს. ამისთვის ცვლილებები ორ კანონში – “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში უნდა შევიდეს. ფიზიკურ პირებთან ერთად ამნისტია შეეხება 38 იურიდიული პირსაც.