საქართველოს პრემიერ-მინისტრამა, ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და ისაუბრეს იმ საკითხებზე რაც მათ პირისპირ შეხვედრისას განიხილეს.
ალიევმა განცხადება კობახიძისთვის მილოცვით დაიწყო და აღნიშნა თავისი გულითადი სიხარული ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხანგრძლივ მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და რომ მნიშვნელოვანია: “ჩვენი ხალხის მეგობრულ და კენთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრება.” მისივე თქმით “დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საქარტველო და აზერბაიჯანი რეგიონის და ევროაზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს – ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის არამედ სხვა, მრავალი ქვეყნისთვისაც.”
საქართველო და აზერბაიჯანი აპირებს ახალი ნაბიჯების გადადგმას განსაკუტრებით სატრანსპორტო სფეროში, ახალი, შეუცვლელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ამ მიზნის მიღწევა განსაკუთრებით შესაძლებელი იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით, მისი წარმადობა
1-დან 5 მლნ. ტონამდეა გაზრდილი და ეს პროექტი 2 თვეში დასრულდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით საქართველო არის იმ სანდო მეგობარ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ აზერბაიჯანის განვითარებას.
ალიევის თქმით, ერთ-ერთი პროექტი რაზეც საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთობლივად მუშაობენ არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სხვა მასშტაბურ პროექტებში არიან ჩართულები.
მისივე თქმით: “იზრდება ჩვენი სავაჭრო ბრუნვაც, ის უკვე 900 მილიონ დოლარს უახლოვდება, გასულ წელს იგი დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა.”
“საქართველოს მთავრობის გააზრებული რეფორმის პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. აზერბაიჯანელმა ინვესტორებმა საქართველოს ეკონომიკაში 3,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი კარგი საინვესტიციო კლიმატის არსებობაა.” – აცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ალიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდამ უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს.
საქარტველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, სწორედ ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედს გამოთქვამს სამომავლოდაც მსგავსი ურთიერთობის გაგრძელებას.
“საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური პარტნორობის მნიშვნელობას.
“საქართველო თქვენ იცით, რომ ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი.” – ირაკლი კობახიძე
“მშვიდობა და სტაბილურობა არის ის რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.” – აცხადებს იაკლი კობახიძე
საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ეს პროექტები მათ ერთმანეთთან სტრატეგიულად ეკონომიკურად აკავშირებს. ასევე არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა.
საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთირთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში.