გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერიდღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარსვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის და ძალიან გაგვიმართლა,რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ესმხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს“, – აღნიშნავს ელჩი.
-