This is a specific ad

კახეთი კვლავ დაისეტყვა, დაზიანდა ათამდე სოფელი

40

Another advertisement

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, მათ შორის შილდა, გრემი, საბუე და ალმატი დააზიანა. სეტყვის შედეგად ასევე დაზიანდა ლაგოდეხის და თელავის რამდენიმე სოფელი.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობის გამო ნაკვეთებში გასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა.

ახმეტის მერის ცნობით, სტიქიის ზონაში ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურდა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
სახლში ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და… – რა მოხდა წალენჯიხაში?
Öncəki yazı
Kaxetiyə yağan dolu bir neçə kəndə ciddi ziyan vurub