როგორ ამოვიცნოთ კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია? კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ერთად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე . სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ლოკალიზებული ინფექცია : კანის სოკოვანი ინფექციის არსებობისას პაციენტს აღენიშნება ერთ-ერთი, ან ყველა ამ სიმპტომთაგან: კანის ქავილი კანზე ნახეთქების წარმოქმნა კანის სიწითლე კანის აქერცვლა კანზე არასასიამოვნო სუნი ფრჩხილის „სოკოთი“ დაზიანებისას კი პაციენტს აღენიშნება ერთ-ერთი, ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილება ფრჩხილზე: ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლა ფრჩხილის ფორმის შეცვლა ფრჩხილის გასქელება სხვა სახის ვიზუალური დაზიანება ფრჩხილზე ხილული დაზიანენების გამო ხშირად პაციენტი ვერ ატარებს გახსნილ ფეხსაცმელს, მალავს დაიზანებულ ფრჩხილებს და კანის დაზიანებულ უბნებს. დროულმა დიაგნოსტირებამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობა. არასწორმა და დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზედაპირული და იოლი თერაპია აღარ იქნება საკმარისი. პაციენტს უფრო რთული პროცედურები და ხანგრძლივი დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. როგორ ავიცილოთ თავიდან ფრჩხილისა და კანის სოკოვანი დაავადება? კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია გადამდებია, ამიტომ: ყოველთვის უნდა იხმაროთ კანის/ფრჩხილის ინდივიდუალური მოვლის საშუალებები. აუცილებლობის შემთხვევაში სალონებში მოითხოვოთ სტერილურობის შესაბამისი ცნობა. საერთო მოხმარების აუზებში, სპორტდარბაზებსა თუ საუნებში, მკაცრად უნდა დაიცვათ ინდივიდუალური ჰიგიენის წესები (მაგალითად არ იაროთ რეზინის ჩუსტების გარეშე სველ იატაკზე). ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ტერფები („სოკოს უყვარს“ ტენიანობა და კანის ნაკეცები). უნდა ერიდოთ ტერფის ტრავმატიზაციას, ატაროთ მორგებული ფეხსაცმელი. შესაბამის პერსონალს უნდა მოსთხოვოთ ინფორმაცია ფრჩხილის/კანის მოვლის საშუალებების უსაფრთხოების შესახებ (მანიკურის მოსაშორებელი სითხე, ხელოვნური ფრჩხილი, ტატუ და ა.შ.). და ბოლოს, მთავარი რჩევა: ნებისმიერ საეჭვო დაზიანებაზე მიაკითხეთ სპეციალისტს და არჩევანი შეაჩერეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ეფექტურ პრეპარატებზე
-