Another advertisement
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
მანამდე, გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას “დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა.
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.