This is a specific ad

ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

57

Another advertisement

CNN-ის ინფორმაციით, ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს. მედიის ცნობით, ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, ირანის უმაღლესმა ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ.

ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანის ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

რაისთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და ქალაქ თავრიზის იმამიც იმყოფებოდნენ.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ სამი ვერტმფრენი იყო. დანარჩენი ორი ვერტმფრენი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები გადაჰყავდათ, დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდა. პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, დიდი ალბათობით, ძლიერი ნისლი გახდა. უამინდობის გამო შეფერხებული იყო სამძებრო ოპერაციაც.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
დედამიწას გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაგძელდება
Öncəki yazı
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი უარესდება