Another advertisement
ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში 16 ტერორისტი გაანეიტრალეს. ირანული მედიის ინფორმაციით, სისტანის და ბელუჯისტანის რეგიონში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ოპერაცია ისრაელთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ ჩაატარა.
ირანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ტერორისტების ნაწილი მოკლეს, ნაწილი ჩაბარდა, ნაწილი კი დააკავეს.
ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ავღანელი და ტაჯიკი თვითმკვლელი ტერორისტები ირანში ნავთობის ტანკერების ოპერატორებად შევიდნენ.