This is a specific ad

ირანი თურქეთს ღრუბლების მოპარვაში ადანაშაულებს

70

Another advertisement

ირანმა თურქეთი წვიმის ღრუბლების ქურდობაში დაადანაშაულა, რის გამოც ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში გვალვა დაფიქსირდა.
გასული წლის დეკემბერში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი სალაჯეჰმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ღრუბლების გაუჩინარების შემსწავლელი კომისია შექმნა.

კითხვები მეზობელ სახელმწიფოსთან ირანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში სასაზღვრო ტერიტორიებზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ თურქეთში წვიმისა და თოვლის სახით ძლიერი ნალექი დაფიქსირდა, ირანში კი გვალვაა. როგორც ჩანს პრობლემები ნალექის სიმწირესთან დაკკავშირებით ჰქონდათ: საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ავღანეთს.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ამ ყველაფრის მიზეზი თურქეთის მიერ ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიის გამოყენებაა. პროცედურა ღრუბლებში სპეციალური რეაგენტების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებიც ნალექის რაოდენობას ზრდის. მეცნიერების განმარტებით, ეს მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტიანი და არ არსებობს იმის 100%-იანი გარანტია, რომ ნალექით ხელოვნურად გამდიდრებული ღრუბელი საჭირო ქვეყანაში გამოიწვევს წვიმას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანი სხვა ქვეყნებს თავისი ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს. 2018 წელს ეს ბრალდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს წარუდგინეს. 2012 წელს კი ანალოგიური ბრალდება ქვეყნის „მტრების“ მისამართით ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააჟღერა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Ge • Az მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, ბოლნისის მუზეუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ ფორუმზე “ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” მიიღო მონაწილეობა
Öncəki yazı
კიდევ ერთი ხანძარი რუსეთიის ნავთობის ბაზაზე