Another advertisement
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბეირუთში ის ლიბანის პრემიერ-მინისტრს ნაჯიბ მიკატის შეხვდება. მას ასევე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაბიჰ ბერისთან, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ უახლოესი მოკავშირეა.