ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და აშშ-ის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

QafqazTürk იუწყებს რომ, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი „ბიოლში“ გაიმართა.

“ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.” – აღნიშნულია ინფორმაციაზე

0
0
Sonrakı yazı
ABŞ-dan Ukraynaya növbəti humanitar yardım
Öncəki yazı
Gürcüstanda səfərdə olan ABŞ-ın Corciya ştatının qubernatoru və ABŞ nümayəndə heyətinin şərəfinə rəsmi şam yeməyi verilib -TƏFƏRRÜATLAR