This is a specific ad

ირაკლი კობახიძემ მუსლიმებს ყურბან-ბაირმი მიულოცა

59

Another advertisement

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირმის დღესასწაული მიულოცა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.

„გულწრფელად ვულოცავ საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირმის დღესასწაულს, მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

მუსლიმური თემი დღეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში თქვენი შრომითა და ქვეყნისადმი ერთგულებით. ამიტომ, თქვენი სიხარული თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

დღეს ვუერთდები სადღესასწაულო განწყობას თქვენს ოჯახებში, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“.- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავის მილოცვაში.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
“მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგად, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში” – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
“გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებსა და რეგიონული განვითარების მიმართულებაზე გადანაწილდება” – ირაკლი კობახიძე