This is a specific ad

ინდოეთში ქირურგმა პაციენტს ჯანმრთელი საშვილოსნო ამოიღო, თუმცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა

19

Another advertisement

ინდოეთში ქირურგმა პაციენტს ჯანმრთელი საშვილოსნო ამოიღო, თუმცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამის შესახებ The Times of India იუწყება.

2020 წელს, 26 წლის უშა მაურიამ მუცლის მწვავე ტკივილის ჩივილით საავადმყოფოს მიმართა. შემოწმების შემდეგ ექიმმა პაციენტს ნაღვლის ბუშტში კენჭების დიაგნოზი დაუსვა. ამის შემდეგ მან ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია დაავადებული ორგანოს ამოღების მიზნით.

მაურია საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაეწერა. სამედიცინო ისტორიის თანახმად, ოპერაციის შემდეგ გოგონამ შვება იგრძნო და მუცელი აღარ სტკიოდა.სამი წლის შემდეგ მაურიამ კვლავ იგრძნო მკვეთრი ტკივილი მუცელში. როდესაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ნაღვლის ბუშტი, რომელიც უნდა ამოეღოთ, ადგილზე იყო.

სამაგიეროდ, გოგონას საშვილოსნო აღარ ჰქონდა.გოგონამ ექიმს უჩივლა, მედიკოსი დააპატიმრეს, ახლა საქმეს პოლიცია იძიებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რუსთავსი მუსიკალური საღამო გაიმართა
Öncəki yazı
სოკარმა 2023 წლის მეორე კვარტალი წარმატებით დაასრულა