Another advertisement
საზღვრებს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ხშირად მათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ. გთავაზობთ გვანცა თვალიაშვილის პოსტს.
“იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს ოლქამდე 633 კილომეტრი უნდა გავიარო.
ბილეთები დავჯავშნე 26-27 ოქტომბერი, 150 ევრომდე იმავე დღეს ვერ ვასწრებ დაბრუნებას + სტოკჰოლმში დარჩენა/ კვება.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმემ შემაქოთ. მიზანი არის იმ ადამიანებმა ვისაც ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარებათ დაინახონ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები.”– წერს ის.