ივლის-სექტემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებმა გადაკვეთეს

1

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის მე-3 კვარტალის საზღვრის კვეთის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, ივლის-სექტემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე ბევრჯერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. კერძოდ, უწყების მონაცემებით, მე-3 კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა 7 180 916- ჯერ (შემოსვლა+გასვლა) განხორციელდა. აქედან 24% მოდიოდა საქართველოს, ხოლო 76% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, ივლის-სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან 2 689 306 შემოსვლა და 2 734 526 გასვლა დაფიქსირდა.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
8 ათასზე მეტ პირს საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს
Öncəki yazı
როგორია სტრესისა და უძილობის დაძლევის გზები