This is a specific ad

თუ ქრონიკული უძილობა, ხვრინვა გაწუხებთ – სპეციალისტი განმარტავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შექმნას მან

22

Another advertisement

 ხვრინვა, ძილის აპნოე, მაინც ზრდასრულთა დარღვევაა, რომელიც უმეტესად, შუახნის და უფრო მაღალ ასაკში ვლინდება. ძალიან ხშირია იმ მამაკაცებში, რომლებსაც დაბალი კისერი, ზედმეტი წონა აქვთ. მაგრამ, პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ხშირად, ბავშვების მსგავსად, ძილის აპნოე ისე შეპარვით მიდის, მამაკაცებთან შედარებით, განსხვავებული კლინიკით ვლინდება, შეიძლება, ყურადღების მიღმაც კი დარჩეს. მოწყობილობების, მუშაობის რეჟიმის ცვლილების, სახლიდან მუშაობის წილის გაზრდამ სადღეღამისო ციკლის არევის რისკი გაზარდა. ადამიანმა შეიძლება, იფიქროს, რომ გაერთობა, იფხიზლებს, როცა თავად უნდა და შემდეგ დაიძინებს იმდენს, რამდენიც სურს იმიტომ, რომ დილით ადრე ასადგომი არაა, ამით არაფერი დაუშავდება. ეს ასე არ არის. ჩვენ ყველას ჩვენი ბიოლოგიური საათი გვაქვს. მთელი ორგანიზმი ამ საათზეა აწყობილი და ეს საათი, დაახლოებით, სადღეღამისო, 24-საათიან რიტმს ემთხვევა. თუ ხელოვნური აცდენა მოხდა, მაშინ უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქვემო ქართლის მხარეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
Öncəki yazı
Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს