This is a specific ad

თურქეთში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელს 865 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ მისმა ნაგებობამ მიწისძვრას ვერ გაუძლო

33

Another advertisement

თურქეთის სასამართლომ 865 წელი მიუსაჯა ჰასან ალპარგიუნს, რომლის მიერ აშენებული საცხოვრებელმა კომპლექსმა ქალაქ ადანაში 2023 წლის 6 თებერვალს ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მას ოფიციალურად ბრალად ედებოდა „განზრახ მრავალი ადამიანის დასახიჩრება ან სიცოცხლის მოსპობა“. გამოძიებამ დაადგინა, რომ მის მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა.

თავად ალპარგიუნი მიწისძვრის დროს კვიპროსზე იმყოფებოდა. ის დააკავეს და თურქეთში დააბრუნეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თურქეთიდან 2 მილიონი დოლარის გატანა და კვიპროსზე დაბინავება სურდა.

სასამართლოზე ალპარგიუნმა თქვა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენებამდე მან ნიადაგი მთლიანად შეისწავლა, გაითვალისწინა ყველა მოთხოვნა, რომელსაც მას სახელმწიფო უყენებდა, მათ შორის სეისმური მდგრადობის კუთხით.

ერთ-ერთ არგუმენტად მას მოჰყავდა ის მაგალითი, რომ 1998 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს მისი კომპლექსი არ დაზიანებულა. შენობას მოდერნიზაციაც კი ჩაუტარეს.

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და სირიაში ორი მიწისძვრა მოხდა. ერთი 7,7, ხოლო მეორე 7,6 მაგნიტუდის იყო. სტიქიას ორივე ქვეყანაში 50 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ისრაელმა ლიბანის პროვინცია ბექაას დაბომბვა დაიწყო
Öncəki yazı
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა