Another advertisement
თურქული მედიის ინფორმაციით, დერინჯეს პორტის ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მარცვლეულის საცავში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულია 10 ადამიანი, ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“აფეთქება ერთ-ერთი გემის გადატვირთვის დროს მოხდა. შესაძლებელია მარცვლეულის მტვრის დეტონაციას ჰქონდეს ადგილი”, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.