This is a specific ad

თურქეთს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს

107

Another advertisement

თურქეთში ახალგაზრდა მოსახლეობის წილმა 15,2% შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ბიულეტენში არის ნათქვამი, რომელიც მოსახლეობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ქვეყანაში უფროსი თაობის წილმა 9,9% შეადგინა, რაც, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.TÜİK-ის მონაცემებით, თურქეთი მიმდინარე წლის დასაწყისში მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. 2022 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია, ხოლო თავად თურქეთის მოსახლეობა 85 279 553 ადამიანს შეადგენდა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
“თურქეთში  2 პირის გადაყვანას უკანონოდ ცდილობდა”
Öncəki yazı
Ərdoğan İsveçin NATO-ya qoşulması üçün yeni şərt irəli sürüb