დღეს გერმიანიაში ქალაქ დორტმუნდში სიგნალ იდუნა პარკის სტადიონზე EURO 2024 პირველი მატჩი გაიმართა საქართველოსა და თურქეთს შორის, შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დაიწყო მათ მალევე დაკარგეს ბურთი და პირველი ტაიმის პირველი ნახევარი ძირითადად თურქეთის ეროვნული ნაკრები ლიდერობდა, რაც 25-ე წუთზე მერთ მულდურის მიერ გატანილმა გოლმა დააგვირგვინა, რასა საქართველოს მხრიდან, 32-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის საპასუხი გოლი მოჰყვა, პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც თურქეთის ნაკრების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, მიუხედავად არაერთი კარში დარტყმული გოლისა საქართველოს ნაკრებმა ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა, მეორე ტაიმის პირველი გოლი საქართველოს კარში, 65-ე წუთზე, 19 წლის არდა გულერმა გაიტანა, რასაც საპასუხოს საქართველოს ნაკრების მხრიდან კონტრშეტევების სერია მოჰყვა, დამატებითი დროის მე-5 წუთზე (96- წუთზე) ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო თურქი ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო, საჯარიმოს შესრულების დროს, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დატოვა კარი და ნაკრებს შეუერთდა მოწინააღმდეგის ნახევარზე, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთის ნაკრებმა კონტშეტევა განახორციელა ბოლო წამებზე რასაც საქართველოს ცარიელ კარში მუჰამედ კერემ აკტუროღლუს მიერ შესრულებული დამაგვირგვინებელი მესამე გოლი მოჰყვა.
ექსპერტების შეფასებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრები EURO 2024-ზე პირველად თამაშობდა, მოთამაშეებშიც საკმაოდ მაღალი ემოციური ფონი იყო, რამაც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა თამაშის წარმართვაზე, ასევე არც ამინდი არ უწყობდა ხელს მოთამაშეებს საკუთარი მაქსიმუმის საჩვენებლად, თამაშის დაწყებამდეც და მეორე ტაიმის მიმდინარეობის დროსაც საკმაოდ ძლიერი წვიმა იყო, რაც მოედანს სრიალას ხოლო ბურთს რთულად დასამორჩილებელს ხდიდა.
საბოლოო ჯამში სანახაობრივი თამაში გამოვიდა
მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთის წინააღმდეგ 22 ივნისს, ჰამბურგში, ვოლკსპარშტადიონზე ექნება.