This is a specific ad

თურქეთის პარლამენტმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

60

Another advertisement

თურქეთის პარლამენტმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

ახლა რატიფიცირებულ შეთანხმებას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას ჯერ მხარი არ დაუჭირა, უნგრეთი იქნება.

შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მაისში წარადგინა. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თურქეთი ამას მხარს არ უჭერდა. ანკარა სტოკჰოლმისგან „ქურთთა მუშათა პარტიის“ აქტივისტების გადაცემას მოითხოვდა, რომლებმაც, შვედეთში თავშესაფარი მიიღეს, ხოლო თურქეთში მათ ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

ასევე ერდოღანი შვედეთში ყურანის დაწვას აკრიტიკებდა და იარაღის მიწოდებაზე შვედეთის ემბარგოს მოხსნას მოითხოვდა.

2023 წლის ივლისში, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგება.

ნატოში შვედეთის გაწევრიანების შემდეგ ალიანსის და რუსეთის საზღვარი 2600 კმ-ით გაიზრდება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიის ზღვა კი ფაქტობრივად ნატოს შიდა ზღვა ხდება.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyə parlamenti İsveçin NATO-ya qəbulunu təsdiqləyib
Öncəki yazı
ვის გაეზრდება ხელფასები?