თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” სახელწოდების საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა და გასულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ჯარიმების გადასახდელად თანხა შეგროვდა.
აქცია-კონცერტის დაწყებამდე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მსვლელობით თბილისის ცენტრალურ გამზირზე მსვლელობა გამართეს. აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გასაადგილებული პირებიც.
აღსანიშნავია, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დაახლოებით თვენახევრიანი ქუჩის პროტესტისა და აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ვეტო და “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი თავდაპირველი ვერსიით მიიღო.