Another advertisement
დედაქალაქის მერის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.
„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5- 6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით
საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.