საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია თბილისი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პლატფორმად აქციოს.
QafqazTürk.com-ის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის წამოწყებით და მზადაა განაგრძოს მონაწილეობა ამ მიმართულებით მეზობელი ქვეყნების საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მომავალში გახდეს ჩვენი მეზობლებისთვის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ განიხილონ ნებისმიერი აქტუალური საკითხი, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას“, – დასძინა დარჩიაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში რთული სიტუაციის მიუხედავად, საქართველო ატარებს დაბალანსებულ პოლიტიკას და არაერთხელ წაახალისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კომუნიკაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს მეგობრული სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე.