This is a specific ad

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოემბრის საპროტესტო აქციების მონაწილე 11 აქტივისტის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს

31

Another advertisement

„კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაციების „ნაბიჯის“, „დაიტოვეს“ წევრებისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების სხვა აქტივისტების, სულ 11 პირის ადმინისტრაციულ საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.

აქტივისტებს 10 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, 17 ნოემბერს კი ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნულის ორგანიზებაში ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, თუმცა იმის გამო, რომ გვარამია სხვა საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, დღევანდელ პროცესზე არ არის წარმოდგენილი და მისი საქმე მოსამართლემ ცალკე გამოყო. გვარამიას საქმეს 23 დეკემბერს განიხილავენ.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქუჩები აქციის მონაწილეებმა ხელოვნურად გადაკეტეს, დემონტრანტების რაოდენობა არ საჭიროებდა ქუჩების გადაკეტვას და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა პოზიციას, მათი ადვოკატების განცხადებით, ადგილზე აქციის ათი ათასობით მონაწილე იყო და ტროტუარზე ფიზიკურად ვერ განლაგდებოდნენ, შესაბამისად ქუჩების გადაკეტვა ლეგიტიმური იყო. ადვოკატების თქმით, მათ შეკრების თავისუფლებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება აქვთ, მათ შორის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტრანსპორტის შეფერხებით, თუ ხალხის რაოდენობა ამის საჭიროებას მოითხოვს.

მეორედ დადგა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა. პირველად ამის საფუძველი შსს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილება გახდა ვიდეომასალის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არ იცნობდნენ ამ მასალებს და საქმეს არ უნდა დართვოდა. მეორედ მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმა გახდა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საფუძველი.

თუმცა, არცერთ შემთხვევაში ცეკვავამ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
ფუტკრებს ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლიათ – კვლევა
Öncəki yazı
როგორ მოქმედებს სხვადასხვა დიეტა ჩვენს კბილებზე