This is a specific ad

თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა

54

Another advertisement

ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა.

განაცხადეს, რომ მსგავსი საქმიანობა ისლამურ კანონებს ეწინააღმდეგება, ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.გადაწყვეტილება ავღანეთის ფაქტობრივმა მმართველებმა ხელისუფლებაში დაბრუნების ორი წლისთავის აღნიშვნის მომდევნო დღეს გამოაცხადეს.

თალიბების ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა აბდულ ჰაქიმ ისჰაქზაიმ ქაბულში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა“, – მინისტრის სიტყვებს რუსული სააგენტო “ტასი” ციტირებს.

ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებამდე ავღანეთში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 70 მსხვილი და მცირე პარტია.

2021 წლის აგვისტოს შემდეგ, რეპრესიების შიშით, ავღანეთის პოლიტიკური პარტიების ბევრმა ლიდერმა ქვეყანა დატოვა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Avqustun 19-na rəsmi məzənnə 
Öncəki yazı
Taliban Əfqanıstanda siyasi partiyaları qadağan edir