This is a specific ad

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

61

Another advertisement

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მასპინძლობს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფორმატზე, რომელიც რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილება ხელს უწყობს თავდაცვის ძალების განვითარებას, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალით უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უკეთესი კეთილდღეობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატსაც, რომელიც სხვადასხვა საკითხის განსახილველად მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ პლატფორმას წარმოადგენს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Təhsil sisteminə DƏYİŞİKLİK EDİLİR
Öncəki yazı
ევროკავშირი რუსული გაზის აზერბაიჯანულით შეცვლას აპირებს