This is a specific ad

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალს აყაჩაღებენ – თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს

38

Another advertisement

ზუგ­დიდ­ში, ცენ­ტრში მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ალ­ში ყა­ჩა­ღე­ბი შე­იჭრ­ნენ. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­კის ფი­ლი­ალ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მძევ­ლე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს ქა­ლა­ქის მერი, გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აც. მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­და­კე­ტი­ლია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა. ფი­ლი­ა­ლის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­კის ფი­ლი­ალ­ში 2 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და ორ­ჯერ გა­ის­მა სრო­ლის ხმა. ამას­თან, ფი­ლი­ალ­ში არი­ან ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ჩი­რის “და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლი” – მოწყ­ო­ბი­ლო­ბა, რომელიც მზის ენერ­გი­ა­ზე მუ­შა­ობს
Öncəki yazı
სახლში ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და… – რა მოხდა წალენჯიხაში?