ზუგდიდში, ახალსოფელში მცხოვრებმა ირაკლი ჯღარკავამ გიგანტური გოგრა მოიყვანა.
“ატლანტიკური გიგანტი”, ასე ჰქვია გოგრას, რომლის თესლი ირაკლიმ კანადიდან გამოწერა.
გიგანტურმა გოგრამ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მასთან ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა ქალაქიდან ჩადიოდნენ.
735-კილოგრამიანი ატლანტიკური გიგანტის საზეიმო გაჭრაში მთელი სოფელი მონაწილეობდა.