Another advertisement
კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ბავშვების მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვები სოფლის ცენტრში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო – შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა ბავშვმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.ცნობისთვის, როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა.