This is a specific ad

ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

41

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კოსტინი უკრაინის გენერალურ პროკურორად 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე ის ქვეყნის უმაღლესი რადის დეპუტატი იყო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
1-4 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
Öncəki yazı
„ქუინსი ინსტიტუტი”: ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს