This is a specific ad

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

17

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტის პოლიცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ზელენსკი ხუთშაბათს ვიზიტით გერმანიის ქალაქ ჰესენში ჩავიდა, რის შემდეგაც ვისბადენში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი დატოვა, ფრანკფურტის პოლიციამ აღნიშნა, რომ მგზავრობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა.

გერმანული რადიოსადგური FFH აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი მოულოდნელი იყო და უკრაინის პრეზიდენტმა ჰესენში რიგი შეხვედრები გამართა.

“ზელენსკი დღის მეორე ნახევარში რაინ-მაინის რეგიონში ზოგიერთ შეხვედრას დაესწრო. ღამით დარჩენა, სავარაუდოდ, არ იგეგმება. ვიზიტის მიზეზი უცნობია. პოლიცია ზუსტი განრიგის შესახებ მეტ ინფორმაციას უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ავრცელებს. უცნობია ვის ხვდება ზელენსკი და რატომ არის აქ”, – აღნიშნულია რადიოსადგურის ვებგვერდზე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პაპი ფრანცისკე ვატიკანში არ დაიკრძალება, მას სხვა გეგმები აქვს – “ეს ნიშნავს, რომ ვატიკანის დიდი ხნის ტრადიცია დაირღვევა”
Öncəki yazı
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება ბოლო წლების მაქსიმუმზეა