ვინ აშენებს ვერეს ხეობაში 190 მეტრამდე სიმაღლის ცათამბჯენებს?

1

თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, აღნიშნული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა 2023 წლის ნოემბერში გაიცა.

პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზე“ წარმოადგენს, რომელსაც დაგეგმილი აქვს, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.

გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10 841 კვ.მ; საიდანაც 1 100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და მხოლოდ 8 600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

დოკუმენტის თანახმად, სამი კოშკისგან შემდგარ მრავალფუნქციურ კომპლექსში, საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია (A და B კოშკებში) და შეადგენს საპროექტო მოცულობის 85%-ს. პირველადი მონაცემებით, საპროექტო მოცულობების სიმაღლეები მერყეობს 80 მეტრიდან -190 მეტრამდე.

რაც შეეხება დამკვეთ კომპანიას, რეესტრის მონაცემებით, „იქსორი თამარაშვილზე“ 80%-იან წილს შპს „იქსორი“, ხოლო 20%-ს გიორგი ტაბატაძე ფლობენ. თავის მხრივ, „იქსორის“ 40%-იანი წილი ვალერიან კირკიტაძეს, 30-30%-იანი წილები კი ალექსანდრე წულუკიძისა და ლევან ტურძილაძის საკუთრებაშია. ამასთან, ორივე კომპანიის დირექტორად რეესტრში ვალერიან კირკიტაძეა რეგისტრირებული.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა – ზაზა თელიას რეკომენდაცია
Öncəki yazı
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა