„ვერ დავუშვებთ, რომ არჩევნებში დონალტ ტრამპმა გაიმარჯვოს“ – ჯო ბაიდენი

1

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, რომ არა დონალდ ტრამპი, რომელიც კენჭს იყრის.

„ტრამპს რომ არ ეყარა კენჭი, დარწმუნებული არ ვარ, რომ არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ვერ დავუშვებთ, მან გაიმარჯვოს“, – ციტირებს ბაიდენის სიტყვებს ამერიკული გამოცემა Axios. 

მანამდე, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის შესახებ განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

„მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენ ამ გზაზე ადრეც უკვე ვიარეთ“, – ამბობდა ბაიდენი აპრილში. 

0
0
Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Polşada 3 nəfər Gürcüstan vətəndaşı saxlanılıb
Öncəki yazı
„აშშ-ის დახმარების გარეშე, დამარცხების დიდი რისკი არსებობს“ – ერმაკი