Another advertisement
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მე არაფერს გამოვრიცხავ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რა მოლოდინია პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
„მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა ბოლო დროს ისეთი რაღაცები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“,- განაცხადა კახა კალაძემ.