„ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, ნათელია, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს“, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში განაცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
მისი თქმით, ლატვია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს რეფორმების გზაზე დაეხმაროს.
„დღეს მაგიდაზე 3 მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის – უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე – აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, არა მხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.