This is a specific ad

„ეს პროექტი თუ განხორციელდა ჩვენ გვექნება საკმარისი საკუთარი რძე“ – რა პროექტი აქვს სახელმწიფოს რძის პროდუქტების წარმოების წასახალისებლად

52

Another advertisement

საქართველოში 2023 წლის 6 თვეში 2 576 ტონა ყველისა და ხაჭოს, 6 935 რძისა და ნაღების და 3 161 ტონა ნედლი რძისგან დამზადებული კარაქის იმპორტი განხორციელდა.

ყველის ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, რომ საქართველოში არის საკმარისი ინფრასტრუქტურა რძის გადასამუშავებლად და პროდუქტების საწარმოებლად, თუმცა არ არის საკმარისი ნედლი რძე.

„ჩვენ ავაშენეთ უამრავი საწარმო, სადაც გვაქვს კარგი ტექნიკა, ჩავასხით უამრავი ფული როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე გრანტები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოხდა ისე, რომ გვაქვს უამრავი საწარმო, რაშიც ძალიან დიდი ფული ჩაიდო და არ გვაქვს რძე, რომელსაც გადავამუშავებთ“, – განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „საქმეში“.

ყველის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს გზა და პროექტი, რომელსაც, თუ სახელმწიფო განახორციელებს, რძის დეფიციტის პრობლემა მოიხსნება.„სახელმწიფოს აქვს პროგრამა, რომელიც არ ვიცი, განხორციელდება თუ არა, რომელიც გაიარა დანარჩენმა მსოფლიომ უგანდაშიც კი ამ ტიპის პროექტები განხორციელდა. 50%-ს სახელმწიფო შემოდის თანამონაწილეობაში გჩუქნის გრანტს, 50% შენ უნდა გაიღო, რომ ინტერესი უფრო მაღალი გქონდეს და ფუქსავატობაში არ წახალისდე გრანტის გამო. ასე შენ ყიდულობ ფერმას, ცოცხალ-ბიოლოგიურ არსებას. ეს პროექტი თუ განხორციელდა, ჩვენ გვექნება საკმარისი საკუთარი რძე და გაგრძელდება 80 საუკუნოვანი ყველის წარმოების ტრადიცია”, – ამბობს მიქაძე-ჩიკვაიძე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დამტკიცდა საბავშვო ბაღის სტანდარტი, რომლის შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა
Öncəki yazı
Türkiyə ordusu 12 terrorçunu zərərsizləşdirdi