This is a specific ad

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს” – ეველინ ფარკასი ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზე

45

Another advertisement

ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯო­ზეფ ბო­რე­ლის და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ნერ­ვი­უ­ლობს. ამის შე­სა­ხებ მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ევე­ლინ ფარ­კას­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მთავ­რო­ბას ბევ­რი დრო არ რჩე­ბა, რომ ამ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრულ 12 პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. “ვფიქ­რობ, რომ ეს [ბო­რე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი] იმას ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ნერ­ვი­უ­ლობს. ბევ­რი დრო არ არის. ერთი წლის წინ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ეს 12 პუნ­ქტი მის­ცა, რომ­ლე­ბიც უნდა შეს­რულ­დეს, რომ­ლე­ბიც ქმე­დე­ბებს მო­ი­თხო­ვენ… და ეს ქმე­დე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და ძა­ლი­ან ცოტა დრო რჩე­ბა წლის ბო­ლომ­დე, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს. და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო ამა­ზე, მათ მთავ­რო­ბას ბევ­რი დრო არ რჩე­ბა, რომ ამ 12 პუნ­ქტზე ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. და ვფიქ­რობ, რომ ჯო­ზეფ ბო­რე­ლი აქ იმის­თვის ჩა­მო­დის, რომ ნა­თე­ლი გა­ხა­დოს მთავ­რო­ბის­თვის. იმე­დი მაქვს, რომ ის ქარ­თველ ხალ­ხსაც ესა­უბ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან, მთავ­რო­ბა ხალ­ხს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ისე ჩანს, რომ მთავ­რო­ბის­გან ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა იგ­რძნო­ბა იმას­თან შე­და­რე­ბით, თუ რა ვნა­ხეთ ქუ­ჩებ­ში ხალ­ხის­გან”, – გა­ნა­ცხა­და ფარ­კას­მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
Öncəki yazı
12 yaşından kiçik uşağa telefon verməməyiniz üçün 7 səbəb