Another advertisement
კელი დეგნანის საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობის ვადა ამოიწურა. ელჩი ქართველებს ემოციური წერილით ემშვიდობება და წერილის ბოლოში ილია ჭავჭავაძის “აჩრდილიდან” რამდენიმე სტროფსაც იშველიებს. ელჩის წერილს უცვლელად გთავაზობთ. “ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა.