Another advertisement
შეხვედრის მიზანი იყო სტუმართათვის, საქართველოში ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბიზნესშესაძლებლობებისა და პერსპექტივების განხილვა. ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ თურქული კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს ელექტროენერგიის სფეროში არსებულ ვაჭრობის სქემა და ორგანიზებული ბაზრის ამოქმედების დეტალები. სტუმრებმა დაინტერესება გამოხატეს როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის მხრივ.