This is a specific ad

ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება

24

Another advertisement

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება. ერთდღიანი დასვენების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან და ტრადიციულად ფელბერტის ბაზაზე განაგრძობენ ვარჯიშს.

საქართველო ევროპის საუკეთესო 16 გუნდშია. ნაკრებმა 2 უპასუხო გოლით დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც ბოლო 12 მატჩში წაუგებელი სერია ჰქონდა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთშივე გაიტანა. მეორე ქულა კი, ქვეყანას 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებულმა პენალტმა მოუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი გრანდი – ესპანეთია. თამაში 30 ივნისს კიოლნიში თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

Kateqoriya: İdman
Sonrakı yazı
13 წლის გოგოს, მუქარით, შიშველ მდგომარეობაში ყოფნას აიძულებდა… ინტიმური ფოტოები „Tiktok”-ზე გაავრცელა – დაკავებულია 28 წლის კაცი
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს სს „მედიკანა ჰოსპიტალსის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მეჰმეტ ფათიჰ თურანთან