This is a specific ad

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 395.1 მლნ დოლარი მიიღო

45

Another advertisement

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 395.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება.სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2023 წლის II კვარტალში საქართველომ მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც 260 მლნ დოლარით [27%] აღემატება 2022 წლის II კვარტლის მონაცემებს.

მეორე კვარტლის შემოსავლები 15%-ით აჭარბებს პანდემიამდე პერიოდის შემოსავლებსაც.რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით შემოსავლებს, ივნისის შემოსავლებშიც რუსეთი ლიდერობს, რომელთა მოქალაქეების დანახარჯებმა თითქმის 76 მლნ დოლარი შეადგინა [20%-იანი წილი].

მეორე ადგლს თურქეთი იკავებს თითქმის 71 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნები დაახლოებით 54 მლნ დოლარით, მეოთხე ადგილზე 32.2 მლნ დოლარით ისრაელია, ხოლო მეხუთე ადგილს თითქმის 15 მლნ დოლარით უკრაინა იკავებს, მე-6 ადგილზეა სომხეთი 13.8 მლნ დოლარით, მე-7 ადგილზე 12.9 მლნ დოლარით ირანია, მე-8 ადგილზე 12.2 მლნ დოლარით აზერბაიჯანი, მე-9 ადგილს 9.9 მლნ დოლარით ბელარუსი, ხოლო მე-10 ადგილზე 8.6 მლნ დოლარით საუდის არაბეთი მოდის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთიდან დანახარჯები 482 მლნ დოლარს აღწევს, რაც მთლიანი დანახარჯების თითქმის 27%-ს შეადგენს.მიმდინარე წლის ორ კვარტალში 215.7 მლნ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა, რაც წლიურად თითქმის 78%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მესამე დღეა, ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ
Öncəki yazı
Azərbaycan və Gürcüstan “yaşıl enerji” sahəsində əməkdaşlığı nəzərdən keçirib