,,ერთი ცის ქვეშ”

2

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში გაიმართება მულტიკულტურული ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ”, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ – ჩვევების გამოვლენას და ხოჯორნის საჯარო სკოლის მოზარდების ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებას და ინტეგრაციას ქვემო ქართლის თემში შემავალი მრავალეთნიკური და მრავალკულტურული სკოლების გაცნობა-დამეგობრებას.
ფესტივალი ჩატარდება სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ეზოში. ადგილობრივი და მონაწილე სოფლის სკოლები წარმოადგენენ ტრადიციულ სუფრას, მხატვრულ ნომრებს, ხელნაკეთ ნივთებს და მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალში მონაწილეობენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების:ახკერპის,ჩანახჩის, გულიბაღის,მარადისის,არაფლოს,შულავერის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების ამამლოს და კიზილაჯლოს,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლები,საგარეჯოს მუნიციპალიტეტეის სოფელ უდაბნოს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,გარეჯელი”.

0
0
Kateqoriya: Marneuli
Sonrakı yazı
Dmanisidə 18 yaşlı gənci öldürən yeniyetmə saxlanılıb
Öncəki yazı
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი