This is a specific ad

ერევანსა და მოსკოვს შორის მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოებაა – არარატ მირზოიანი

41

Another advertisement

ერევანსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაა მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ და, ამავდროულად, ურთიერთობა საკმაოდ გამჭვირვალეა.

„ჩვენ ყოველთვის არ ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციებს. ეს ეხება ერთ ან ორ მოედანს, სადაც ჩვენ ვართ წევრი. მაგალითად, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“. ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრუქტურის მიმართ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანმა გაიმეორა ოფიციალური ერევნის პოზიცია, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ საკმარისად არ უპასუხა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფარგლებში ურთიერთქმედების თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Rusiya irimiqyaslı nüvə təlimlərinə başlayıb
Öncəki yazı
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ რეალობაში, რომელიც ქართველმა ხალხმა შექმნა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე – თინა ბოკუჩავა