This is a specific ad

ევროს შემქმნელი ჟაკ დელორი გარდაიცვალა

61

Another advertisement

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნის მთავარი ფიგურანტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Politico იუწყება.

ჟაკ დელორი ევროკომისიას 1985 -1995 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერების პერიოდი – დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, უზრუნველყოფილი იყო მოძრაობა ევროკავშირის შიგნით, მიღებულ იქნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო.

დელორს „ევროს მამასაც“ უწოდებდნენ.

ჟაკ დელორის გარდაცვალებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 

„ადამიანური სამართლიანობისთვის მებრძოლი. ჟაკ დელორი ყველაფერი იყო. მისი ერთგულება, მისი იდეალები და სამართლიანობა ყოველთვის შთაგვაგონებს. მე პატივს ვცემ მის შრომას, მის ხსოვნას და ვიზიარებ მისი საყვარელი ადამიანების ტკივილს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა დელორს უწოდა „დიდი ფრანგი და დიდი ევროპელი”, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ჩვენი ევროპის ერთ-ერთი მშენებელი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
Öncəki yazı
აზერბაიჯანული ხალიჩების ქსოვის მასტერკლასი