Another advertisement
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში დილიდან შეხვედრებს მართავს. ალან ბერსე ამ წუთებში პარლამენტში შალვა პაპუაშვილს ხვდება.
მანამდე, უკვე გაიმართა მოლაპარაკება პრემიერ მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, შეხვედრა იყო პროდუქტიული, საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მოხდა შეთანხმება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ, ალან ბერსეს საქარტველოში ჩამოსვლით და შეხვედრებით საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, დასრულდება სპეკულაციები და საუბარი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, ალან ბერსე შეხვდება არჩეულ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციას.